მედიქლაბჯორჯია და საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება (GHRS) გთავაზობთ ტრიქოლოგიის ერთდღიან კურსს. 31 იანვარი, 2026
2025
2025 წლის ივნისს, თბილისის სასტუმრო „Pullman Axis Towers“-ში კვლავ გაიმართება დერმატოლოგიური კონგრესი „TrichoNail 2025“. ეს იქნება საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების (GHRS) მეოთხე და საქართველოს ფრჩხილის კვლევის საზოგადოების (GNRS) მეორე ერთობლივი ღონისძიება.
კონგრესის ფარგლებში მოხსენებები წარმოადგინეს წამყვანმა ქართველმა და უცხოელმა დერმატოლოგებმა. განხილული იქნება თმისა და ფრჩხილების დაავადებებთან დაკავშირებული უახლესი კვლევები, დიაგნოსტიკური მეთოდები და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გაცნობოდნენ დარგის გლობალურ ტენდენციებს.
საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების (GHRS) სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ პროფესორ იულია ოვჩარენკოს (Yuliya Ovcharenko) 5 მაისს, თბილისში, სასტუმრო „Pullman Axis Towers“-ში ჩატარებული ტრიქოსკოპიის ბრწყინვალე კურსის გაძღოლისთვის.
მოხარულნი და ამაყნი ვართ, რომ მონაწილეებსა და სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ ეს საინტერესო სასწავლო გამოცდილება.
2024
2023
2023 წლის 30 სექტემბერს თბილისის „Holiday Inn“-ში გაიმართა „TrichoNail 2023“ — საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების მესამე და ფრჩხილის კვლევის საზოგადოების პირველი დერმატოლოგიური კონგრესი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ქართველი და უცხოელი დერმატოლოგები, მათ შორის ადრიანა რაკოვსკა (Adriana Rakowska) და იულია ოვჩარენკო (Yulia Ovcharenko). კონგრესზე განხილული იყო თმისა და ფრჩხილების დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომები.
2022
2021
2020
2019
2019 წლის 9–10 თებერვალს, ქალაქ კიევში გაიმართა UHRS (Ukrainian Hair Research Society)-ის მე–2 საერთაშორისო კონგრესი, რომელიც ეძღვნებოდა ტრიქოლოგიური პრობლემების განხილვას.
კონგრესის ძირითადი მიმართულება და მიზანი იყო ტრიქოსკოპიის ფართოდ დანერგვა სადიაგნოსტიკო პრაქტიკაში. ტრიქოსკოპიული კურსი მიყავდათ მსოფლიოში წამყვან ტრიქოლოგებს, ტრიქოსკოპიული კვლევის დამფუძნებლებს და ექსპერტებს, მათ შორის “საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების” პრეზიდენტს, პროფესორ ნინო ლორთქიფანიძეს.
2019 წლის 24-27 აპრილს ქალაქ სიჯიში (ბარსელონა, ესპანეთი) ჩატარდა თმის კვლევის მე-11 მსოფლიო კონგრესი (WCHR2019) რომელის ფარგლებში ერთ–ერთი სესია მიყავდა საქართველოს თმის კველევის საზოგადოების პრეზიდენტს ნინო ლორთქიფანიძეს.
2019 წლის 9-14 ივნისს იტალიაში, ქალაქ მილანში ჩატარდა დერმატოლოგიის 24-ე მსოფლიო კონგრესი. კონგრესზე განხილულ იქნა სხვადასხვა აქტუალური საკითხები დერამტოლოგიაში. კონგრესს ესწრებოდა მრავალი ქვეყნის ექსპერტები და წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი (GHRS) ნინო ლორთქიფანიძე.
2018
15-17 მარტს პოლონეთის ქალაქ ვარშავაში ჩატარდა პირველი მსოფლიო კონგრესი ტრიქოსკოპიაში -“1st World Congress of Trichoscopy”, რომლის ორგანიზატორი იყო ტრიქოსკოპიული კვლევის ფუძემდებელი პროფესორი ლიდია რუდნიცკა. ამ მეტად მნიშვნელოვანი კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის წევრად და სპიკერად მიწვეული იყო „საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების“ პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ლორთქიფანიძე, რომლის მოხსენებამაც კონგრესზე დიდი ინტერესი გამოიწვია, ხოლო „საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების“ ახალგაზრდა წევრი ნინო ხუციშვილი გახდა კონგრესის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის - „რთული ტრიქოსკოპიული შემთხვევების გამოცნობა“ გამარჯვებული.
2017
2017 წლის ოქტომბერს იაპონიაში, ქალაქ კიოტოში, ჩატარდა თმის კვლევის საზოგადოების მეათე მსოფლიო კონგრესი (WCHR 2017). აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი, ქალბატონი ნინო ლორთქიფანიძე.
სესიებზე განიხილებოდა სხვადასხვა აქტუალური საკითხები ტრიქოლოგიაში, ასევე უახლესი მიღწევები და სიახლეები.
2016
2016 წლის ივნისში საქართველო, თბილისი, გახდა ევროპის თმის კვლევის საზოგადოების (EHRS) მე-17 და საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების (GHRS) მეორე საერთაშორისო კონგრესის მასპინძელი. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო აღმოსავლეთ ევროპაში თმის კვლევებით დაინტერესებული ახალი აუდიტორიის მოზიდვა, რამაც რეგიონის მრავალი ექიმისა და მეცნიერის ყურადღება მიიპყრო.
კონფერენციამ წარმოადგინა მდიდარი სამეცნიერო პროგრამა, რომელიც მოიცავდა როგორც კლინიკურ, ისე ფუნდამენტურ კვლევებს. ჩატარდა წინასაკონფერენციო კურსი რუსულენოვანი მონაწილეებისთვის და შესავალი მინი-კურსი ინგლისურ ენაზე თმის კვლევის საფუძვლებზე. განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა თმის ცვენის დარღვევები, ანდროგენული ალოპეცია, ალოპეცია არეატა, ციკატრიციული ალოპეცია, თმის გენეტიკური დაავადებები და თმის ფოლიკულის უახლესი კვლევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრიქოსკოპიას, როგორც კლინიკურ პრაქტიკაში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე განიხილეს თავის კანის ფსორიაზი და ორი სესია დაეთმო თმის გადანერგვის ტექნიკასა და მეთოდებს.
კონგრესი მოიცავდა მრავალფეროვან სოციალურ ღონისძიებებს, მათ შორის ტურებს თბილისსა და მცხეთაში, ასევე სადღესასწაულო ვახშამს. ჯონ ებლინგის ლექცია, EHRS-ის უმაღლესი ჯილდო, გადაეცა ჯერი შაპიროს (აშშ). შეხვედრა დასრულდა საუკეთესო ზეპირი და პოსტერული პრეზენტაციების ჯილდოებით და EHRS სამოგზაურო გრანტებით. კონფერენციის საერთო წარმატებამ ხაზი გაუსვა თმის კვლევებში მიღწეულ მნიშვნელოვან წინსვლას და ხელი შეუწყო ნაყოფიერ თანამშრომლობას დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპელ ექსპერტებს შორის.
2015
2015 წლის 18-21 ნოემბერს მაიამიში, ფლორიდა, ჩატარდა თმის კვლევის მე-9 მსოფლიო კონგრესი, რომელიც წლის ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი მოვლენა იყო არა მხოლოდ ტრიქოლოგებისთვის, არამედ ზოგადად დერმატო-ვენეროლოგებისთვის. კონგრესზე საქრთველოს თმის კველვის საზოგადოების პრეზიდენტმა ნინო ლორთქიფანიძემ წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს შესახებ; ღონისძიების ბოლოს გაიმართა კენჭისყრა მორიგი კონგრესის ჩატარების ადგილის შესარჩევად და ძალიან საამაყოა, რომ ამ კენჭისყრაში გაიმარჯვა საქართველომ.
2013
2013 წელს ჩამოყალიბდა ,,საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება” (GHRS). პირველი კონფერენცია ჩატარდა 2013 წლის 5 აპრილს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“.
რეგისტრაცია გაიარა 100 ექიმზე მეტმა. მოხსენებით წარდგნენ საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი ნინო ლორთქიფანიძე და გამგეობის წევრი ირმა ბუჩუკური.
2013 წლის 4-6 მაისს ედინბურგში (შოტლანდია) ჩატარდა თმის კვლევის საზოგადოების მე-7 მსოფლიო კონგრესი. კონგრესს ესწრებოდა 500-ზე მეტი წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ექსპერტების მიერ განხილული იქნა უხალესი სამეცნიერო და კლინიკური მიღწევები ტრიქოლოგიაში.