მედიქლაბჯორჯია და საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება (GHRS) გთავაზობთ ტრიქოლოგიის ერთდღიან კურსს. 31 იანვარი, 2026
ნაწიბუროვანი ალოპეციები არის თმის ცვენის ჯგუფი, რომელიც ხასიათდება თმის ფოლიკულების შეუქცევადი დაზიანებით და მათ ჩანაცვლებით ნაწიბუროვანი ქსოვილით. ამ ტიპის ალოპეციის დროს თმის ზრდა აღარ აღდგება და დაზიანებულ უბნებზე თმა აღარ ამოდის. ნაწიბუროვანი ალოპეციები შეიძლება იყოს პირველადი (როდესაც დაავადება უშუალოდ თმის ფოლიკულს აზიანებს) ან მეორადი (როდესაც თმის ფოლიკული ზიანდება სხვა დაავადების ან გარეგანი ფაქტორის შედეგად). მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა პროცესის პროგრესირების შესაჩერებლად. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.